ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა. „ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. მინისტრის განცხადებით, ეს არის პირველი რეალიზებული პროექტი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ფორმატში. სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ტუბერკულოზის, ისე სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობა და პაციენტთა შემდგომი ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი.
ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში 8 რეანიმაციული საწოლი და 6 ბოქსირებული პალატაა გამოყოფილი. ცენტრი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ადგილზე ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის მულტიპროფილური ლაბორატორიაა მოწყობილი. მისი საშუალებით, ბიოქიმიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. ინფექციური ნარჩენების თერმულად დასამუშავებლად კი, თანამედროვე ინსინერატორია მოწყობილი.
სამედიცინო მიმართულებასთან ერთად კლინიკას სასწავლო ფუნქციაც ექნება. ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ქართველი და მოწვეული უცხოელი სპეციალისტები რეგიონში დასაქმებულ მედპერსონალს გადაამზადებს.
დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე ახალი კლინიკის მოსაწყობად ,,ლჯ და კომპანიამ“ 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ცენტრში 180 თანამშრომელი დასაქმდა.
ადგილზე სამედიცინო სერვისების მიღებას როგორც იმერეთის, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა შეძლებს.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
232
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
357