ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. აღნიშნული აპარატი მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამართავად.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სუნთქვის აპარატების გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულება, რაც შეიძლება იყოს კორონავირუსის შემთხვევაში და საჭიროება პაციენტისთვის ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭიროება, ჩვენ ვუზრუნველყავით რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი. ამ ეტაპისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გააჩნია ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი და შესაბამისად აქვს შესაძლებლობა, გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის უზრუნველყოს ყველანაირი პირობა“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო სიახლეები
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
137
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
133
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
192
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
226
ატოპიური დერმატიტი — როგორ მოვუაროთ კანს და შევამციროთ გამწვავების რისკი?
271