ჯანდაცვის სამინისტრო - მედიკამენტების ფასები
რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება
„ფაქტია რომ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, უზრუნველყოფილია სამართლიანი ფასები. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება.
„როდესაც ვსაუბრობთ თავისუფალ რეჟიმში მედიკამენტების მიმოქცევაზე, სამწუხაროდ, შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს. ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიკამენტები პაციენტებს მიეწოდებოდეთ ოპტიმალურ, სამართლიან ფასად და მეორე მხრივ, ბიზნესისთვისაც იყოს შესაძლებელი მოგების მიღება.
თუმცა აქ პრობლემების ჩამონათვალი არ მთავრდება. სამწუხაროდ, კვლავ გვხვდება კომერციული გავლენით მედიკამენტების დეფიციტის შექმნის ფაქტები. ამ კუთხით აქტიური რეგულირება დაგვჭირდება და აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება, რათა არსებობდეს მკაფიო ვალდებულება - პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო მედიკამენტზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა და ამავდროულად, შენარჩუნდეს სამართლიანი ფასი. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის რეგულირება სამართლიანია, რადგან ის პაციენტებს იცავს გაზრდილი, ჭარბი ფასებისგან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ვფიქრობ, მის საპირისპიროდ რაიმე წონადი და მნიშვნელოვანი არგუმენტი ობიექტურად არ მოიპოვება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
147
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
208
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
257
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,370