ჯანდაცვის სამინისტრო - მედიკამენტების მარაგები
მედიკამენტების მარაგები
„მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ დეფიციტები არ უნდა შეიქმნას, არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე კატეგორიის მედიკამენტის ფარგლებში, ვაჭრობის წახალისების მიზნით სხვადასხვა დასახელების რომელიმე მედიკამენტზე ხელოვნურად დეფიციტების შექმნა. იმედიც უნდა გამოვხატო და ჩემი პირადი განწყობაც - ბიზნესში დღეს არიან ადამიანები, რომ ჯიბრში არ ჩაუდგნენ მოქალაქეებს. ეს არ იქნება სწორი და არიან ადამიანები, ვინც ასე არ მოიქცევა“, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, დააზღვიოს მოქალაქეები მედიკამენტების ფასების გაძვირებისა და ხელოვნური დეფიციტებისგან.
„მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსავალი იპოვონ, რომ რომელიმე ისეთ მედიკამენტზე გადაიტანონ აქცენტი, რომელზეც რეფერენტული ფასი არ ვრცელდება, მაშინ ჩვენც გვაქვს ინსტრუმენტი, იმავე მედიკამენტზე განვსაზღვროთ რეფერენტული ფასი.
სამწუხაროდ ცუდ პრაქტიკასაც ჰქონია ადგილი - ბაზარზე ერთ მედიკამენტზე დეფიციტის შექმნა, იმიტომ რომ გაიყიდოს სხვა მედიკამენტი. ამის წინააღმდეგ საბრძოლველი ინსტრუმენტებიც არსებობს და საქართველოშიც ამ მიმართულებით არის რეალურად შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. მაგალითად ხელოვნურად შექმნილი დეფიციტების დასაზღვევად, ესენციური მედიკამენტების სიის განსაზღვრა, ანუ ის მედიკამენტები რომელიც აუცილებელია და უნდა იყოს აფთიაქში. ეს შეიძლება ვალდებულებად ჩამოყალიბდეს.
სამწუხაროდ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ფასების გაიაფების შემდეგ, მოგეხსნებათ გასულ წელს დაიწყო ეს რეფორმა და ძალიან სწრაფად მოგვცა, დიდი რეზულტატი, ამ ფონზე იყო გარკვეული მცდელობები და ზოგიერთ შემთხვევაში წავაწყდით, რომ რეალურად მარაგი აქვს, ეს თან კარგად კონტროლირებადია და გარკვეულ მიზეზთა გამო, შეიძლება ადგილი ჰქონდეს იქ მისული ბენეფიციარისთვის იმის თქმას, რომ დეფიციტია და მარაგი თითქოს არაა. ასეთი რაღაცები ხდება, ამას ჭირდება რა თქმა უნდა ბრძოლა და რეალურად ეს რეგულირებადია. მეტ-ნაკლებად ამას ვაზღვევთ და დიდი მასშტაბი არ მიუღია. გარკვეული ინციდენტები იყო, რომ დაურეკავს პაციენტს, აღუნიშნავს, რომ კონკრეტულ აფთიაქში, კონკრეტული მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი და შემდეგ აღმოჩნდა რომ თურმე ხელმისაწვდომია. დაახლოებით 1 საათში, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები გამოცხადდნენ ადგილზე, დაათვალიერეს და აღმოაჩინეს რომ იქ ეს მედიკამენტი ინახება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
111
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
127
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
216
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
338