ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტზე - „აღნიშნული კანონპროექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს“
„ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ“, - აღნიშნული ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვედევს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ კანონპროექტებს, ხშირ შემთხვევაში ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპოექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია, ამ მიზნისთვის კი შევინარჩუნებთ იმ პოზიციებს რომელიც გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა იმ კომპონენტში, სადაც მნიშვნელოვანია დარგის აზრი ჩვენ აუცილებლად გვაქვს მათთან კომუნიკაცია“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
132
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360