ჯანდაცვის სამინისტროში კარანტინში მყოფი მედიკოსების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში, საკარანტინე სივრცეში მყოფი მედიკოსების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"როგორც იცით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკარანტინე სივრცეში მოთავსებული მედიკოსები, რომელთაც 2 კვირიანი საკარანტინე პერიოდი 3 კვირამდე გაუგრძელდათ, ანაზღაურებას ვერ იღებდნენ. ცალსახად ვაცხადებ, რომ ყველა მედიკოსის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც იცით, საუბარია იმ სამედიცინო პირებზე, რომლებსაც ეპიდემიოლოგების დამატებით საკარანტინე პერიოდი განესაზღვრათ. შესაბამისად, დამატებითი პერიოდის გამო, მათი თანხების ანაზღაურება მიმდინარეობს ეტაპობრივად, განსაზღვრული ვადის ფარგლებში. ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი არ ანაზღაურებს რომელიმე მედიკოსის საკარანტინე პერიოდის თანხას, არ შეესაბამება სიმართლეს."
პროცედურულად, აღნიშნული ცნობები გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების წარდგენის საფუძველზე. მედპერსონალი ინფორმირებულია ამის შესახებ. მათგან, ამ დროისთვის, 9 მედიკოსს აქვს განცხადება შემოტანილი და თითოეული მათგანის ანაზღაურება განსაზღვრულ ვადებში ხდება.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360