კერატოკონუსის მართვა რკალების იმპლანტირებით
კერატოკონუსის მართვა
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერაში" კერატოკონუსის მართვა უკვე შესაძლებელია რქოვანა გარსის რკალების იმპლანტირებით.
ოპერაციას ასრულებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ოფთალმოქირურგი გივი ცხადაძე.
რა არის კერატოკონუსი?
კერატოკონუსი არის თვალის წინა, გამჭვირვალე დაოპტიკურად ყველაზე ძლიერი გარდატეხის მქონენაწილის — რქოვანა გარსის ორმხრივი დაპროგრესირებადი დაავადება. დაავადების დროს რქოვანა თანდათან თხელდება, არათანაბრად გამოიზნიქება წინ და იღებს კონუსისებრ ფორმას, რაც იწვევს მხედველობის გაუარესებას და გამოსახულების დამახინჯებას.
რქოვანა გარსის ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია:
ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია წარმოადგენს ქირურგიულ მეთოდს, რომლის დროსაც რქოვანას სისქეში თავსდება მცირეზომის სინთეზური რკალები. ეს პროცედურა ახდენს რქოვანას კონუსის დაბრტყელებას, უზრუნველყოფს მისი ფორმის სტაბილიზაციას და ხელს უწყობს მხედველობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერაში"აღნიშნული ოპერაცია ტარდება ამერიკულიკომპანიის ALჩON-ის ფემტო ლაზერის გამოყენებით. ლაზერული ტექნოლოგია გამორიცხავს ქირურგიული დანის გამოყენებასდა უზრუნველყოფს ოპერაციის უმაღლეს სიზუსტესა და უსაფრთხოებას. ფემტო ლაზერის საშუალებით შესაძლებელიაპროცედურის ჩატარება იმ პაციენტებისთვისაც, რომელთაც რქოვანას გათხელების გამო სტანდარტული მეთოდით ოპერაცია ვერუტარდებათ. პროცედურა გრძელდება სულ რამდენიმე წუთი დაშესაძლებელია ერთდროულად ორივე თვალზე ჩატარდეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა?
კერატოკონუსი პროგრესირებადი დაავადებაა და მისი დროული აღმოჩენა საშუალებას იძლევა შეირჩეს შესაბამისი მკურნალობის მეთოდი და შენარჩუნდეს მხედველობის მაქსიმალური ხარისხი.
ოფთალმოლოგ გივი ცხადაძესთან ვიზიტის დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით:მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი") ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88
ბოლო სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
235
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
309
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
189
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,737