ხვრინვა და ძილის დროს სუნთქვის შეჩერება - რა ემართება ამ დროს თქვენს ორგანიზმს?
რა ემართება ამ დროს თქვენს ორგანიზმს?
ბევრი მიიჩნევს, რომ ხვრინვა მხოლოდ „ხმამაღალი ძილია", თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით, ის ხშირად სერიოზული მდგომარეობის - ობსტრუქციული ძილის აპნოეს (OSA) ნიშანია.
რა ხდება სინამდვილეში? ძილის დროს სუნთქვა პერიოდულად წყდება, რაც იწვევს სისხლში ჟანგბადის დონის ვარდნას. შედეგად, ორგანიზმი მთელი ღამის განმავლობაში მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება. ეს ციკლი შეიძლება ღამეში ასჯერ და მეტჯერაც კი განმეორდეს, რაც სასიცოცხლო ორგანოებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
რა გავლენას ახდენს ძილის აპნოე ჯანმრთელობაზე?
გული და სისხლძარღვები:
არტერიული ჰიპერტენზია (რომელიც ხშირად ძნელად ექვემდებარება მკურნალობას);
გულის რითმის დარღვევები და უკმარისობა;
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი.
ტვინი და ნერვული სისტემა:
დილის თავის ტკივილი და ქრონიკული დაღლილობა;
მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითება;
შფოთვა, დეპრესია და ინსულტის რისკი.
მეტაბოლიზმი:
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და წონის მატება (სიმსუქნე).
როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დიაგნოსტიკა აუცილებელია:
ხმამაღალი, წყვეტილი ხვრინვა;
სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები ძილის დროს;
ღამის ხშირი გაღვიძება და მოუსვენარი ძილი;
დილით გამოუძინებლობის შეგრძნება და დღის განმავლობაში ძილიანობა.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
595
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
266
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
244
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
270
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
303