კონტაქტური ზოოპარკი „ფაუნალენდი“
კონტაქტური ზოოპარკი
ბავშვები 5-6 წლის ასაკიდან იწყებენ თხოვნას, რომ შინ ლეკვი, კნუტი, ზღვის გოჭი ან ოქროს თევზები მოვუყვანოთ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს მათი მხრიდან ინსტინქტის გამოვლენა უფროა, ვიდრე გააზრებული სურვილი. ბავშვმა საუკეთესოდ იცის, რომ სჭირდება მეგობარი, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება, მოეფერება, ჩაეხუტება, გაამხიარულებს და ასე შემდეგ. ყველაფერთან ერთად ცხოველთა ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზეც მოქმედებს.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ცხოველი მხოლოდ სითბოსა და სიყვარულის წყარო არ გახლავთ. ოთხფეხა მეგობრის გვერდით ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს: ორგანიზებულობას, ყურადღებას, წესრიგს. ბავშვი ძალიან კარგად იაზრებს, რომ ცხოველი სათამაშო არაა, რო ის ყოველდღიურ მზრუნველობას მოითხოვს.
ბავშვთა ფსიქოლოგიაში უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ცხოველმა ბავშვის სოციალურ ადაპტაციაში დიდი როლი შეასრულა.
კონტაქტური ზოოპარკი „ფაუნალენდი“ გაძლევთ საშუალებას არა მარტო გაეცნოთ ცხოველების სამყაროს, არამედ შეეხოთ კიდეც. „ფაუნალენდი“ -ეს არის კონტაქტური ზოოპარკი, სადაც შეგიძლიათ მოეფეროთ და აჭამოთ ცხოველებს. ცხოველები მოთავსდნენ ორ დარბაზში, ფერმასა და ჯუნგლებში. ფერმაში თქვენ შეხვდებით: სირაქლემებს,კურდღლებს,წიწილებს, თხებს და ა.შ. ჯუნგლებში კი გაეცნობით იაგუანას, მორიელს,გველს,კუს და ა.შ. აქ სუფევს ჯუნგლების ატმოსფერო.
ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე 11:00-20:00.
ჩვენი მისამართია: ვეკუას 3 (კარფურის თავზე კოლმეორნეობაზე).
ტელ. 2933281 . 597077671.
ფეისბუკი : FAUNA LAND.
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
171
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
227
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
305
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,279
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
348