კორონავირუსი, სოციალური დისტანცია და თვითკარანტინი
კორონავირუსი, სოციალური დისტანცია და თვითკარანტინი
· სახლიდან მუშაობა ოფისში მუშაობის ნაცვლად;
· სკოლების დახურვა ან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა;
· საყვარელ ადამიანებთან დისტანციური კომუნიკაცია ელექტრონულ მოწყობილობებით პირადად მონახულების ნაცვლად;
· კონფერენციების და დიდი შეხვედრების გაუქმება ან გადადება;
პირები, რომლებიც არიან COVID-19-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ, შეიძლება იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ჯანმრთელობის ექსპერტები გვირჩევენ, რომ თვითიზოლაცია უნდა გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში. ორი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამოვლინდეს სიმპტომები.
თქვენ შეიძლება მოგთხოვონ თვითიზოლაციაში, თუ დაბრუნდით მოგზაურობდან, ან იმყოფებოდით COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტში.
· სტანდარტული ჰიგიენის გამოყენებას და ხელების ხშირად დაბანას;
· ნივთების გაზიარების შეზღუდვას, როგორიცაა პირსახოცები და ჭურჭელი;
· სახლში დარჩენას;
· სტუმრების მოწვევისგან თავის არიდებას;
· ოჯახის წევრებისგან მინიმუმ 1.5 – 2 მეტრის მოშორებით ყოფნას;
https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=b73398cd-4e2a-4c5c-8ad3-a3d1e7045d06
იზოლაცია საჭიროა ადამიანებისთვის, ვისაც დაუდასტურდათ COVID-19. ეს არის სამედიცინო ტერმინი, რაც გულისხმობს დაავადებული ადამიანებისგან არაინფიცირებული ადამიანების დაცვას. იზოლაცია ხდება საავადმყოფოში ან სხვა სანკურნალო დაწესებულებაში. ამ დროს პაციენტებისთვის სპეციალური პერსონალრი დაცვის აღჭურვილობა გამოიყენება.
იგი გულისხმობს დამცავი ღონისძიებების გამოყენებას COVID-19-ის ინფექციის მაჩვენებლის შესამცირებლად იმგვარად, რომ საავადმყოფოებს ჰქონდეთ შესაბამისი მომსახურების გაწევის საშუალება.
დიდი რაოდენობით პაციენტების საავადმყოფოებში მიდინებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამკურნალო დაწესებულების გადავსება.
მეორეს მხრივ, თუ იგივე რაოდენობის პაციენტი მიაკითხავს ჰოსპიტალს შედარებით ნელი ტემპით, მაგალითად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, გრაფიკზე მაჩვენებლის ხაზი უფრო გრძელი და ფართოდ მრუდი იქნება.
COVID-19-ის პანდემიისადმი მზადყოფნა ახსენებს თითოეულ ადამიანს, რომ მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. ამ აუცილებელ ნაბიჯებთან ერთად, ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა სოციალური დისტანცირება, თვითიზოლაცია და იზოლაცია, შეუძლია შეანელოს ინფექციის გავრცელების სიჩქარე ქალაქში, სოფელსა თუ საზოგადოებაში.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
277
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
221
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
217
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
239
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
262