რა უნდა ვიცოდეთ მედულობლასტომის შესახებ
რა არის მედულობლასტომა
რა არის მედულობლასტომა?
მედულობლასტომა არის თავის ტვინის ავთვისებიანი ნეიროექტოდერმული სიმსივნე, რომელიც ვითარდება ემბრიონის უჯრედებიდან, ამიტომ ის ძირითადად გვხვდება ბავშვებში და შეადგენს, ბავშვთა თავის ტვინის ყველა სახის სიმსივნის დაახლოებით 1/5-ს (20%-ს). მედულობლასტომა იშიათად გვხვდება მოზრდილებში.
მედულობლასტომები ვითარდება ნათხემში, თავის ქალას იმ ნაწილში, რომელსაც ეწოდება "უკანა ფოსო" და წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის იმ მცირერიცხოვან სიმსივნეებს, რომლებიც მეტასტაზირებს ცერებროსპინალური სითხის გზების გასწვრივ თავის ტვინსა და ზურგის ტვინში და თავის ტვინის პარკუჭების ეპენდიმაში.
რა სიმპტომები ახასიათებს მედულობლასტომას?
თავის ტვინის ნებისმიერი სიმსივნის პირველი სიმპტომი ჩვეულებრივ ასოცირდება ინტრაკრანიალური წნევის მატებასთან, რაც თავისთავად იწვევს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას (უმეტესად დილით), მხედველობის პრობლემებს და სხვა სიმპტომებს. ბავშვები სწრაფად იღლებიან, უჩივიან სისუსტეს და ღიზიანდებიან. ვინაიდან ნათხემი ტვინის ის ნაწილია, რომელიც აკონტროლებს კუნთების კოორდინაციას. მედულობლასტომამ შეიძლება გამოიწვიოს სიარულის და მეტყველების გაძნელება.
მედულობლასტომასთანაა დაკავშირებული სხვა სპეციფიკური სიმპტომების ნისტაგმი, კუნთების სისუსტე და ა. შ. მათი სიმძიმე და გამოვლინებები დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და ლოკალიზაციაზე.
რა მეთოდები გამოიყენება მედულობლასტომას დიაგნოსტიკისთვის?
ძირითადი დიაგნოსტიკური მეთოდებია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) კონტრასტით. ძირითად შემთხვევებში, მედულობლასტომები ვიზუალურად წარმოიქმნება, როგორც მრგვალი ან ოვალური ფორმის მოცულობითი წარმონაქმნები. ისინი ჰეტეროგენურად ირთავენ კონტრასტულ საშუალებებს, რომლებიც განლაგებულია ნათხემის ჭიის პროექციაში. ზურგის ტვინის MRI გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ მეტასტაზების არსებობაზე ან არარსებობაზე.
როგორ მკურნალობენ მედულობლასტომას?
მედულობლასტომას ძირითადად მკურნალობენ ქირურგიული, რადიაციული და ქიმიოთერაპიის კომბინაციური მეთოდით.
რადიოქირურგიული მკურნალობა Gamma Knife-ით შეიძლება გამოყენებულ იქნას თუ ქირურგიული ჩარევა არ არის მიზანშეწონილი ან როდესაც სიმსივნე ინვაზირებს თავის ტვინის ღეროში.
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,403
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?