მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში
მოზრდილების მსგავსად, ბავშვებში, რეალურად, მარილის მოხმარება მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას აღემატე
მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში
ცნობილია, რომ მარილის ჭარბი მოხმარება მოზრდილ პირებში დაკავშირებულია წნევის მომატებასთან. ანალოგიური მტკიცებულებები არ მოიპოვება ბავშვების დღიურ რაციონში მარილის დიდი რაოდენობით არსებობის სადემონსტრაციოდ ისეთი დაავადებების განვითარების მხრივ, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, რესპირატორული დაავადებები, მ.შ.ბრონქული ასთმა, კუჭის კიბო, სიმსუქნე.
დადასტურებულია, რომ კვებითი ჩვევები ბავშვებსა და მოზარდებში–გავლენას ახდენენ მათ კვებით ქცევაზე მოზრდილობისას. მარილისა და ზოგადად, მარილიანი საკვების სიყვარული, ეს არის გზა აღნიშნული გემოვნებითი ფაქტორის ჩამოყალიბებაში. მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების შემცირების რეკომენდაციების ეფექტურობა და მათი წარმატების ერთგვარი გასაღები–ბავშვებში ამ ჩვევის სასტარტო მაჩვენებელშია.
კვებითი რეკომენდაციები
მოზრდილების მსგავსად, ბავშვებში, რეალურად, მარილის მოხმარება მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას აღემატება. უმარტივესი ზომა მარილის მოხმარების შემცირებისა, არის:
• ჯანმრთელი საუზმე–ხილი და იოგურტი, ჩიპსების, შებოლილი ძეხვეულის, ყველის, ქათმისა და ტუნას სენდვიჩის ნაცვლად;
• საკვები პროდუქტების ეტიკეტების შემოწმება - სოუსების, პურის და ბურღულეულის ბავშვებისათვის შეძენისას;
• ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის სადილის მომზადებისას, მარილის დამატებისაგან თავის შეკავება და ბავშვების გადაჩვევა სუფრასთან მარილის დამატებისგან;
მარილის მოხმარების მხრივ ბავშვათა ასაკში გამომუშავებული ჩვევა, კარგი საწყისია მოზრდილობაში მარილის სწორი მოხმარების თვალსაზრისით.
ჩვილი ბავშვები
ჩვილი ბავშვები საჭიროებენ მცირე რაოდენობით მარილს, რადგან მათი თირკმელი არ არის მზად, რათა გაუმკლავდეს ჭარბი რაოდენობით ნატრიუმს.
• არ დააყაროთ მარილი საკვების მომზადებისას;
• დედის რძე აბსოლუტურად აკმაყოფილებს ნუტრიციულ მოთხოვნებს და აბსოლუტურად მისაღებია ბავშვთა კვების თვალსაზრისით;
ძუძუთი კვებიდან გადასვლა ჩვეულებრივ საკვებზე
• ჩვილ ბავშვთა საკვების მომზადებისას, მარილის დამატება არ არის რეკომენდირებული;
• საკვების მომზადებისას გემოს გასინჯვა არ უნდა იყოს საფუძველი მარილის დამატებისა.
ბავშვები
იმ პერიოდიდან, როდესაც ბავშვი იწყებს კვებას იმავე საკვებით, რითაც დანარჩენი ოჯახის წევრები, მნიშვნელოვანია–არ დაამატოთ მარილი საკვების მომზადებისას.
ეს სასარგებლოა მთელი ოჯახისათვის!
მოზარდები
აღნიშნულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი დამოკიდებულების შენარჩუნება მარილის მიმართ, რათა არ ჩამოყალიბდეს კარდიო–ვასკულური პათოლოგიების განვითარების რისკების საფუძველი.
ბავშვებში დაბალი შემცველობის მარილიანი საკვების მიღების მოდელი დაეხმარება მათ ჯანსაღი გემოვნებითი მახასიათებლების ფორმირებასა და მოზრდილობაში რეკომენდაციათა შესრულებაში.
ბავშვთა ასაკში მარილის რეკომენდირებული დოზები
0–6 თვე < 1 გრამი/დღეში
6–12 თვე 1 გრამი/დღეში
1–3 წელი 2 გრამი/დღეში
4– 6 წელი 3 გრამი/დღეში
7–10 წელი 5 გრამი/დღეში
11 წელი და მეტი 6 გრამი/დღეში
წყარო: WASH - World Action on Salt and Health (მსოფლიო აქცია მარილისა და ჯანმრთლობის შეახებ)
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
126
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
139
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
231
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356