„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ პრეზენტაცია
სახელმწიფოს ხელშეწყობით განახლებული მრავალპროფილიანი „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო და ახალგახსნილი კლინიკა დაათვალიერა.
„წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ აღსადგენად 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და უახლესი თაობის სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ცენტრი 100 საწოლზეა გათვლილი. ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency), რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ფუნქციონირებს. ახალგახსნილი კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.
ჯანდაცვის მინისტრმა აღდგენილი სამედიცინო ცენტრის ისტორიულ და გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ ადგილზე დიდი ტრადიციების მქონე, მრავალპროფილიანი კლინიკა იყო. სამწუხაროდ, მისგან მხოლოდ ბეტონის საყრდენები დარჩა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, აქ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა. ეს დაწესებულება მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩრდილოეთის და დასავლეთის მიმართულებით არსებულ რისკებს, ვგულისხმობ, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულების მართვას, ისე გადაუდებელი და გეგმური სერვისების მიწოდებას. მიხარია, რომ ეს ისტორიული ადგილი ისევ აღდგა და ვითარდება,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მცხეთის სამედიცინო ცენტრში სერვისების სრული სპექტრია წარმოდგენილი. კლინიკამ პირველი პაციენტები უკვე მიიღო. ადგილზე 250-მდე პირია დასაქმებული
კლინიკა
მცხეთის სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
128
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
232
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356