მდოგმარეობა საჩხერეში
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი კარანტინში მყოფ პირებზე - „მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, მიეწოდებათ სამჯერადი კვება, ასევე უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით“
ჩინეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები კარანტინს საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადიან.
ცენტრის დირექტორის, მიშა ქამუშაძის განცხადებით აღნიშნული პირები თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ.
„მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, მიეწოდებათ სამჯერადი კვება, ასევე უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით, არცერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი, თავს კომფორტულად გრძნობენ“, - აღნიშნავს მიშა ქამუშაძე.
დღევანდელი მონაცემებით სასტუმროში 31 პირი იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პირი გადაიყვანეს, აქედან 3-მა ტერიტორია რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნებართვით, დატოვა და კარანტინის დარჩენილ პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებენ.
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
122
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
206
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
286
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,203
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
332