ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასების რეგულირების მექანიზმზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს. აღნიშნული მექანიზმი რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას, მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს. შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკულ და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება.
სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. აღნიშნული პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ბრძანებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის მიზნით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივლისში შეიქმნა. მომდევნო ეტაპზე, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა და სამუშაო ჯგუფი, დაგეგმილ ცვლილებს მათთან ერთად განიხილავს.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358