მესტიაში დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა
მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. პროცედურა ორმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა.
მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო ჰემოდიალიზის სერვისის გასაწევად შესაბამისი აპარატურით აღჭურვილია. ადგილზე პაციენტებს რუხის კლინიკის დიალიზის ცენტრის სპეციალისტები მოემსახურებიან, პარალელურად,თბილისში გადამზადებას გადიან ადგილობრივი კადრები - ორი ექიმი და ორი ექთანი, რის შემდეგაც ისინი დიალიზით მოსარგებლე პაციენტებს მესტიის საავადმყოფოში მოემსახურებიან.
სვანეთში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, კვირაში სამჯერ ზუგდიდში ჩასვლა უწევდათ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ.
რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მინისტრმა აპრილის დასაწყისში დააანონსა. ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, მესტიის გარდა, სერვისი უახლოეს პერიოდში ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთსა და ყაზბეგშიც ამოქმედდება.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინიციატივით, დიალიზის სერვისის გამართვის საკითხში აქტიურადა ჩართული საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი. მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის კაბინეტები სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში მოეწყობა.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
142
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358