მიხეილ სარჯველაძე ფსიქიატრიულ სერვისებზე
„წლის ბოლომდე, ჩვენ გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულად თავსებადი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ფსიქიატრიული სერვისების მიწოდების მიმართულებით, სამინისტროს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ რამდენიმე დაწესებულებამ დაიწყოს ფუნქციონირება, წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან იქნება სრულად თავსებადი. არის რამდენიმე კონკრეტული, მათ შორის, სახელმწიფოს ინიციატივა, რომლის შედეგადაც, დღეს არსებული გამოწვევის მასშტაბი არსებითად შემცირდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე გარდატეხას შევიტანთ იმ საჭიროებებთან მიმართებაში, რომელიც სექტორში დღეს არსებობს.“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ, ფსიქიატრიის მიმართულებით არსებულ საკადრო დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს გარკვეული გეგმები, ამ მიმართულებითაც აქვს.
„ერთ-ერთი მწვავე და პრობლემური საკითხია ფსიქიატრების დეფიციტი, თუმცა აქაც გვაქვს გარკვეული გეგმები, თუ როგორ ვითანამშრომლოთ და გავანაწილოთ ის რესურსები, რომლებიც დეფიციტურია. ვფიქრობ, მთავარი და უპირველესი ამოცანა დღეს უკავშირდება ინფრასტრუქტურას და აქ, როგორც მოგახსენეთ, კონკრეტული გეგმების განხორციელება არის დაწყებული.“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
227
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
214
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
203
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
235
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
257