მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურ ღონისძიებაზე, სეფსისისა და არაგადამდები დაავადებების საკითხებზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ღონისძიებაზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ პარალელურ ღონისძიებაზე “სეფსისი და არაგადამდები დაავადებები – გლობალური ჯანდაცვის დამალული კავშირი” სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიების მიზანი, სეფსისისა და არაგადამდები დაავადებების ურთიერთკავშირის წარმოჩენა და მათი ინტეგრირებული მართვის აუცილებლობის ხაზგასმაა. აღინიშნა, რომ სეფსისი ხშირად ვითარდება არაინფექციური დაავადებების გართულებებით და მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შესაბამის ეროვნულ სტრატეგიებში.
სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სეფსისის ეფექტური მართვა, ადრეული გამოვლენა და პრევენცია აუცილებელია, რაც მოითხოვს სექტორთაშორის თანამშრომლობასა და გლობალურ სოლიდარობას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე არაგადამდები დაავადებების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაზრდილია ქრონიკულ და ონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესებულია სამედიცინო სერვისების ხარისხის სტანდარტები.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის წევრმა და სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა გახსნა. თანათავმჯდომარეები იყვნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სეფსისის გლობალური ალიანსი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში. ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთისა და ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრებთან. შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს, ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე სომხეთის, ყაზახეთისა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
112
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
339