მიხეილ სარჯველაძე გრიპზე
ყველა მაჩვენებელი ნორმაშია
მიხეილ სარჯველაძე: „გრიპთან მიმართებაში, წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია“
„გრიპთან მიმართებაში, წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია “,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სექტორი გრიპის სეზონს მომზადებული შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"არაფერი უცნაური იმაში არაა, რომ ზამთრის სეზონზე გრიპის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს. ეს ბუნებრივი პროცესია. მინდა საზოგადოება დავარწმუნო , რომ წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ის, რომ ზამთარში მოსალოდნელია გრიპის მაჩვენებლის გაზრდა, ეს ნორმალურია. ჩვენ ვაკვირდებით და ვუყურებთ, მონაცემებს და ამ მონაცემებს სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს ვადარებთ. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
ჯანდაცვის სექტორი მზადაა, რომ ამ გამოწვევას გაუძლოს. თუმცა, ამავდროულად ყველას მოვუწოდებ, რომ სტანდარტული ჰიგიენური ნორმები დაიცვას და აიცრან”,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
147
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
208
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
257
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,370