მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, შემცირდეს არსებითად
„ნარკომოვაჭრეებთან მიმართებაში, პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. თუნდაც, ყველაზე ლიბერალური ქვეყნების მხრიდანაც კი არ განიხილება ეს მიდგომა არასწორად. მითია იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ ლიბერალური მიდგომით მცირდება და მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, პირიქით, არ მცირდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სატელევიზიო დებატებში საუბრისას.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, გავრცელება და შეიზღუდოს ხელმისაწვდომობა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მკაცრი პოლიტიკის მქონე ქვეყნებში, მოსახლეობაში, ნაკლებია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევალენტობა.
„ნარკომომხმარებელთა რიცხვი, როგორც წესი, 15-დან 65 წლამდე პოპულაციაში იზომება. კვლევების მიხედვით, იაპონიაში, სადაც მიდგომა საკმაოდ მკაცრია, პრევალენტობა 2%-ია. ცოტა მეტია საქართველოში, შვედეთს აქვს 4%-5%. გერმანიას, რომელიც ლიბერალური მიდგომით გამოირჩევა, აქვს 8 % . შვედეთში, სადაც მკაცრი პოლიტიკაა, პრევალენტობა დაბალია, ჩეხეთში მაღალი, ბულგარეთში კი, სადაც ითვლება რომ ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკაა, ბევრად დაბალია. ასე რომ საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში, მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება, პრევალენტობა შეიძლება, შემცირდეს არსებითად “, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
147
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
208
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
257
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,370