მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე
ნარკოპოლიტიკის რეფორმა
მიხეილ სარჯველაძე: „როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა“
„როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა“,-ჯანდაცვის მინისტრმა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლაა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკა კონკრეტულ შედეგებს იძლევა.
„იაპონია მაგალითად, ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ ახერხებს მკაცრი ნარკოპოლიტიკით ჰქონდეს პრევალენტობის გაცილებით დაბალი ხარისხი, ვიდრე დღეს ეს საქართველოშია.
ლიბერალურზე უარის თქმა ეს საკმაოდ საღი ნააზრევია.ვინაიდან ტენდენცია იყო ლიბერალური პოლიტიკის აღზევების, ამან რა შედეგიც მოიტანა, ვინმე კმაყოფილია ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობით?დღეს გამოდგება ბევრი ექსპერტი, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას , თუ რატომ გადაგა მთავრობამ მკაცრი ნაბიჯები და ა.შ თუკი რამეს შეიძლება ამ შემთხვევაში შეცდომა დავარქვათ, ეს არის, რომ მაგალითად 2012 წელს, ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის დროს ,რომ დაიწყო კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები, შარშანლამდე ეს ფუნქციონირებდა. როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
111
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
127
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
216
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
338