მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო შარშან, აღნიშნულ პერიოდიში 148 შემთხვევა გამოვლინდა.
2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8269 აივ ინფიცირებული პირი, 6168 – მამაკაცია, 2091 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1674 გარდაიცვალა.
31 მარტის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5202 (4625 + 577 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.4 % (3091) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3999) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (985) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (40) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (45) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3059 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1145; შემდეგ იმერეთში 997; აჭარაში 942; აფხაზეთში (525); კახეთში (405) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, შიდსის ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
ცხელი ხაზი: 239-80-08
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
185
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
228
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
274
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
353
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,408