მირამისტინის გამოყენების ასპექტები უროლოგიურ და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში კლინიკური კვლევების მასალების გათვალისწინებით
2 ივლისს თელავში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “მირამისტინის გამოყენების ასპექტები უროლოგიურ და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში კლინიკური კვლევების მასალების გათვალისწინებით“. პრეზენტაცია წარმოდგენილი იყო ფარმაცევტული კომპანია „Doctors group”-ის მიერ და მიზნად ისახავდა პრაქტიკოსი ექიმებისათვის თანამედროვე, ეფექტური, უსაფრთხო და წარმატებით გამოცდილი პრეპარატის, მირამისტინის წარდგენას.
მიკროორგანიზმების რეზისტენტობიდან და ახალი შტამების წარმოქმნიდან გამომდინარე ანტისეპტიკა კვლავ რჩება თანამედროვე მედიცინის აქტუალურ პრობლემად, ამიტომ ხდება ახალი პრეპარატების შექმნა, რომელთა მიმართ მთავარი მოთხოვნაა მაქსიმალური ეფექტურობა. ამავდროულად პრეპარატი უნდა იყოს უსაფრთხო, ანუ არ უნდა აზიანებდეს ჯანსაღ ქსოვილებს და ნორმალურ მიკროფლორას. ამ პარამეტრებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია მირამისტინის 0,01% ხსნარი, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ პრეპარატს მოქმედების ფართო სპექტრით და სწრაფი ეფექტით. ამასთან, მირამისტინის ფონზე ძლიერდება ანტიმიკრობული საშუალებების ეფექტურობა და ხდება ანთებითი პროცესის კუპირება. პრეპარატის უნიკალური თვისებაა ადგილობრივი იმუნომოდულაციიური ეფექტი, რაც დადასტურებულია გინეკოლოგიურ, უროლოგიურ და ლარინგოლოგიურ პრაქტიკაში ჩაატარებული კვლევებით.
მირამისტინის მოქმედების სპექტრი ვრცელდება როგორც ბაქტერიების და სოკოების მონოკულტურებზე, აგრეთვე მიკრობულ ასოციაციებზე, ვირუსებზე და უმარტივესებზე. კლინიკურად მნიშვნელოვან მიკროორგანიზმთა 95-96% მგრძნობიარეა მირამისტინის მიმართ, ამიტომ პრაქტიკულად არ არსებობს მედიცინის არცერთი სფერო, სადაც არ არის აქტუალური მირამისტინის გამოყენება.
პრეზენტაციაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა მირამისტინის, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელ კომპონენტზე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ასევე გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებების მართვაში. აღსანიშნავია, რომ გარდა ეფექტურობისა, პრეპარატის გამოყენებისას პაციენტი არ გრძნობს არავითარ დისკომფორტს.
უმნიშვნელოვანესია მირამისტინის უსაფრთხოება, რაც დადასტურებულია შვედეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევებით და ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ექიმებისათვის. სწორედ უსაფრთხოება იძლევა მირამისტინის გამოყენების საშუალებას მცირე ასაკის ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში.
უახლოეს მომავალში იგეგმება პრეპარატის გაცნობა ექიმთა ფართო მასებისათვის (ქირურგები, პედიატრები, ანგიოლოგები, კომბუსტოლოგები, ოტორინოლარინგოლოგები), რაც აუცილებლად დაეხმარება მათ მკურნალობის ეფექტურობის გაუმჯობესებაში.
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,402
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?