მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით
დამინების უმრავლესობა მარილის ჭარბ რაოდენობას მოიხმარს გაცნობიერების გარეშე
მითი 1: ჩემს ულუფას დამატებით მარილს არ ვამატებ, ამდენად, მარილის ჭარბ რაოდენობას არ მოვიხმარ.
სინამდვილე: მოხმარებული მარილის თითქმის 75%-ს ადამიანები იმ პროდუქტებიდან ღებულობენ, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევენ, როგორიცაა პური, ყველი და სხვა მზა პროდუქტები, ასე რომ, ადამინების უმრავლესობა მარილის ჭარბ რაოდენობას მოიხმარს გაცნობიერების გარეშე.
მითი 2: რადგან მაღალი არტერიული წნევა არ მაწუხებს, მარილის მოხმარების შეზღუდვა არ მჭირდება.
სინამდვილე: არტერიული წნევის დონე ასაკთან ერთად მატულობს და ზრდის დაავადების განვითარების რისკს, თუ ადამიანები ნაკლებ მარილს მოიხმარენ, ასაკის მატებასთან ერთად დაავადების რისკი ნაკლები იქნება.
მითი 3: მხოლოდ ზღვის მარილს მოვიხმარ, რომელიც ნაკლებად საზიანოა.
სინამდვილე: ზღვის და სუფრის მარილში ნატიუმის ქლორიდის შემცველობა თითქმის თანაბარია, ამდენად, ორივე მათგანი ჭარბი მოხმარებისას თანაბარ ზიანს აყენებს მოსახლეობას.
მითი 4: თუ პროდუქტი მარილიანია, ეს ადვილი შესამჩნევია.
სინამდვილე: მრავალი პროდუქტი „დაფარულ“ მარილს შეიცავს - საკვებად გამოყენებისას მარილიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა მარილს ჭარბად შეიცავს.
მითი 5: უმარილო სადილი უგემურია.
სინამდვილე: მარილის მოხმარების შეზღუდვიდან 3 კვირაში გემოვნებითი რეცეპტორები უფრო მგრძნობიარე ხდებიან, ასე რომ ნაკლები მარილით იგივე არომატს გრძნობს ადამიანი.
მითი 6: მჭირდება მარილის ჭარბი რაოდენობა, რადგან ფიზიკურად აქტიური ვარ და ოფლთან ერთად დიდი რაოდენობით მარილს ვკარგავ.
სინამდვილე: გახსოვდეთ, ოფლთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით მარილი გამოიყოფა და რადგანაც ადამიანები მას ისედაც ჭარბად მოიხმარენ, ფიზიკურად აქტიურებს დამატებითი დოზების მიღება არ სჭირდებათ.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
126
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
139
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
231
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356