მკერდის თვითშემოწმება
15 ივნისი, 2025
რატომ არის მნიშვნელოვანი მკერდის თვითშემოწმება?
რატომ არის მნიშვნელოვანი მკერდის თვითშემოწმება?
თვითშემოწმება გვეხმარება, ადრეულ ეტაპზე შევამჩნიოთ კვანძი, მოცულობის ან ფორმის ცვლილება, რაც დროული რეაგირების საშუალებას გვაძლევს.
როგორ უნდა ჩატარდეს თვითშემოწმება?
დადექით სარკის წინ და ყურადღებით დააკვირდით:
მკერდის სიმეტრიას – ორივე მხარე უნდა გამოიყურებოდეს ერთნაირად
კანის მდგომარეობას – არ უნდა ჰქონდეს სიწითლე, შეშუპება
შეამოწმეთ ძუძუსთავი და გულმკერდის ზედაპირი ხელის რბილად დაჭერით
თვითშემოწმებისთვის საუკეთესო დროა მენსტრუაციის დასრულებიდან რამდენიმე დღე, როცა მკერდი დაბალ ტონუსშია.
შეამჩნიეთ რამე უცნაური?
კვანძი ან გამკვრივებული უბანი
ცვლილება ფორმაში ან კანის ტექსტურაში
სითხის გამოყოფა ძუძუსთავიდან
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მამოლოგს
თუ უცნაურ ცვლილებებს ვერ ამჩნევთ, მაინც მნიშვნელოვანია წელიწადში ერთხელ გაიაროთ პროფილაქტიკური შემოწმება მამოლოგთან.
მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი")
ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
032 2 117 711 / 032 2 775 588 / 596 56 55 88
ბოლო სიახლეები
გარემოს მაღალი ტემპერატურა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ზაფხული და სახსრების ტკივილი
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
სახელმწიფო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
როგორ დავიცვათ თავი გველის ნაკბენისგან?