მშობლებმა უნდა გამიჯნონ ზრუნვა ჰიპერმზრუნველობისგან, სიფრთხილე შიშისგან - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
მშობლებმა უნდა გამიჯნონ ზრუნვა ჰიპერმზრუნველობისგან, სიფრთხილე შიშისგან" - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
როგორ უნდა მისცეთ ბავშვებს პატარა ასაკიდან დამოუკიდებლობა – ამ თემაზე ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ისაუბრა.
როდის გამოხატავს ბავშვი დამოუკიდებლობის სურვილს?
ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბება, დიდწილად მშობლებზე, მათ შეხედულებებსა და ზოგადად, გარემოზეა დამოკიდებული. რაც მეტად ვენდობით და ვაცდით ბავშვის ორგანიზმს განვითარდეს ბუნებრივად, მისი ბუნებრივი, ნამდვილი მოთხოვნილებების მოსმენით და არა ზედმეტი ჩარევითა და ჰიპერმზრუნველბით, მით მეტად დამოუკიდებელი, საკუთარი არსებობით კმაყოფილი და მოტივირებულ პიროვნება ჩამოყალიბდება. დამოუკიდებლობა, თავისუფლებისკენ სწრაფვა, საკუთარი თავის შეცნობით იწყება, რაც მუდმივი პროცესია და იწყება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც, ერთი შეხედვით, ბავშვი ბოლომდე მშობლებზეა დამოკიდებული. ბავშვში პირველი კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როცა ის აცნობიერებს მის დამოუკიდებლად არსებობას, მას უყვარს და სჭირდება დედა, მაგრამ, იმავე სიმძაფრით სურს დაამტკიცოს მისი “არსებობა და ყოფა”, ჩნდება ფრაზა “მე თვითონ”. ამ მომენტიდან გვმართებს სიფრთხილე და ცნობიერება. მშობლებს არ უნდა აგვერიოს და უნდა გავმიჯნოთ ზრუნვა ზედმეტი ზრუნვისგან, სიფრთხილე შიშისგან, საკუთარი სურვილი ბავშვის სურვილისგან. სხვა სიტყვებით, ბავშვს უნდა მივცეთ სიყვარული და უსაფრთხოების განცდა და ამავე დროს, უნდა ვაცადოთ.
რა უნდა გააკეთონ ამისთვის მშობლებმა?
დაიხმარონ შვილები იმ საქმეებში, რაც მათ ეხალისებათ, ჩართოთ ისინი “დიდურ” საქმეებში. მშობლებმა უნდა გაამხნევონ ბავშვები, უნდა მისცენ შეცდომის დაშვების საშუალება, უნდა იყვნენ შვილებისთვის მაქსიმალურად სანდო გარემოს შექმნელები.
7 რჩევა მზიკო დალაქიშვილისგან:
1. შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო. რაც მეტ სპონტანურ გამოცდილებას მიიღებს ბავშვი, მით მეტად დაჯერებული იქნება მის ქმედებაში.
2.გამოხატეთ გულწრფელი ემოციები, ნებისმიერ მოვლენაზე, გაუზიარეთ თქვენი ემოცია, არც მისი ემოცია დატოვოთ უყურადღებოდ, უკუკავშირის გარეშე, ყოველთვის მოუსმინეთ და პატივი ეცით ბავშვის შინაგან მდგომარეობას.
3.იყავით გულწრფელი თქვენ მოქმედებებში.
4.მიეცით ბავშვს უფლება დაუშვას შეცდომა, გამოიყენეთ სიტყვა არაუშავს, ყველა ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ.
5.არ დატოვოთ ბავშვის არცერთი კითხვა უყურადღებოდ, თქვენი პასუხი უნდა იყოს გულწრფელი და ნამდვილად თქვენი.
6. არ აიძულოთ, მიეცით საშუალება თავად გამოსცადოს და საკუთარი გამოცდილებით გაიგოს, შეიმეცნოს, გაიზარდოს.
7.მიეცით არაფრის კეთების საშუალება, ამ დროს ბავშვი მიაგნებს მის ნამდვილ მოთხოვნილებას, მეტს გაიგებს საკუთარ თავზე და გაიზრდება.
წყარო: https://fortuna.ge
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
113
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
276
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
341