მცირეინვაზიური ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებით სიბერის ნიშნების მოშორება
კონგრესში მინაწილეობა მიიღო 150-მდე ექიმმა მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. თავისი მიღწევები წარადგინეს მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა სპეციალისტებმა, როგორებიცაა პ.ფურნიე, ფ.ანსარი (საფრანგეთი), გ. ფიშერი (იტალია), ო. პანოვა, ა. ნერობეევი (რუსეთი), რ. დათიაშვილი (აშშ), ა. პერკსი (დიდი ბრიტანეთი), ა. ტენენბაუმი (შვეიცარია) და სხვ.
კონგრესის ფარგლებში კლინიკა Total Charm -ში ჩატარდა 3-დღიანი მასტერ-კლასი თემაზე: „მცირეინვაზიური ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებით სიბერის ნიშნების მოშორება“, და შესრულებული იქნა საჩვენებელი ოპერაციები და მანიპულაციები: სახის გაახალგაზრდავება Aptos ძაფებით, ღეროვანი უჯრედებით, Endopeel მეთოდით, Restilane ფილერით, პრეპარატ Disport -ით, კომპანია Viora-ს აპარატული დერმატოკოსმეტოლოგიის კომპლექსით.
შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები და მასტერ-კლასები ჩატარდა მაღალპროფესიონალურ დონეზე. ასევე ისინი კმაყოფილი დარჩნენ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული სოციალური პროგრამით.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
277
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
221
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
217
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
239
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
262