მუნი და ქავილით მიმდინარე ალერგიული დაავადებები
ქავილით მიმდინარე დაავადებები
ქავილით მიმდინარე ბევრი კანის დაავადება არსებობს. როგორ განვასხვავოთ კანის ქავილით მიმდინარე ალერგიული დაავადებები მუნისგან?
მუნი - ინფქიური დაავადებაა და შესაბამისად გადამდებია. ალერგიული დაავადება კი გადამდები არ არის.
მუნს ტკიპა იწვევს, რომელიც კანის ზედა შრეებში იჭრება საცხოვრებლად და კვერცხების დასადებად. ალერგია კი, ამათუ იმ ალერგენზე, იმუნური სისტემის რეაქციით არის განპირობებული.
მუნის დროს ქავილი ინტენსიურია ღამით, სხეულის სპეციფიკურ ადგილებში. ალერგიის დროს კი ქავილი შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკეთში გაწუხებდეთ.
როგორც წესი, მუნის დროს იგივე სიმპტომები ერთად მცხოვრებ ან ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც აქვთ. ალერგია კი გადამდები არაა, შესაბამისად სიმპტომები მხოლოდ ოჯახის ერთ წევრს უვლინდება.
მუნის დროს შეიძლება ქავილს თან ახლდეს წითელი ამობურცული ან ძაფისებრი ხაზების გამონაყარი, ხშირად კანის ანაფხეკის მიკროსკოპირებით შესაძლებელია ტკიპის ან მისი კვერცხების აღმოჩენა სპეციალისტის მიერ. ალერგიული კანის დაავადებების დროს ქავილთან ერთად გვხდება კანის სიმშრალე, აქერცვლა, ამობურცული მოწითალო ფერის გამონაყარი, გამონაყართან ერთად შეშუპება და სხვა. ასევე უმეტესწილად არსებობს კავშირი გამონაყარსა და ალერგენს (საკვები, მედიკამენტი, მწერის ნაკბენი, მტვერი, ნესტი, პირადი ჰიგიენის საშუალებები და სხვა) შორის.
მუნს სპეციალური (ანტიპარაზიტული) საშუალებებით მკურნალობა სჭირდება და ქავილი ანტიალერგიული პრეპარატების ფონზე არ ლაგდება, ალერგიული დაავადებების დროს კი ქავილი ანტიალერგიული პრეარატების ფონზე ლაგდება ან მცირდება.
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
147
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
208
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
257
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,375