„მზის ალერგია"
რა არის ფოტოდერმატოზი?
„მზის ალერგია"იგივე ფოტოდერმატოზი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. უმეტესად ვლინდება მზეზე დიდხანს პირველად გასვლის შემდეგ, ან ზღვაზე პირველად გასარუჯად გასვლის შემდეგ, როდესაც მზე და წყალი ერთმანეთს თან ერთვის, განსაკუთრებით როცა მზისგან დამცავი საშულებებიც არ არის გამოყენებული.
ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში არათუ დიდხანს, მზეზე 15 წუთით ყოფნაც კი საკმარისია რეაქციის გამოსავლენად და ის ძირითდად სხეულის დაუფარავ ადგილებზე ვლინდება.
მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვანია, თუმცა პარადოქსულად, არცთუ იშვიათად, თავად მზისგან დამცავი საშუალებებიც შეიძლება გახდეს მზის ალერგიის გამომწვევი მაპროვოცირებელი ფაქტორი, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის დამცავების გამოყენების შემთხვევაში.
არსებობს ფიტოფოტოდერმატოზი, როდესაც რეაქცია ვლინდება ორი ფაქტორის ერთდროულად მოქმედების დროს-მცენარესთან შეხებისას და მზეზე ყოფნისას.
ძირითადი საპრევენციო ღონისძიებები, მაინც მდგომარეობს გარუჯვის კულტურაში, ის რომ არ გახვიდეთ მწველ მზეზე დიდხანს, არ დარჩეთ სანაპიროზე შუადღისით, გამოიყენოთ რუტინულად მზისგან დამცავი საშულებები. ბავშვების შემთხვევაში, რომელთა კანიც ძალიან ნაზია, გარდა მზისგან დამცავი საშულებებისა, გამოიყენოთ დახურული საცურაო კოსტიუმი, ქოლგები და ქუდები რათა არ მოხდეს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება კანზე.
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
335
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
234
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
228
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
247
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
275