ნაადრევი და დაგვიანებული სქესობრივი განვითარება
რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბება რთული და ხანგძლივი პროცესია
ნაადრევი და დაგვიანებული სქესობრივი განვითარება!
რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბება რთული და ხანგძლივი პროცესია. ამ პროცესზე გენეტიკურ ფატორებთან ერთად დიდ გავლენას ახდენს სოციალური, ბუნებრივი და ეთნიკური ფაქტორები.
არჩევენ ორი ტიპის სქესობრივ განვითარების დარღვევებს: ნაადრევი და დაგვიანებული სქესობრივი განვითარება.
პუბერტატული პერიოდის დაწყება 8 წლამდე ასაკის გოგონებში და 9 წლამდე ასაკის ბიჭებში მიჩვეულია ნაადრევ სქესობრივ მომწიფებად და სჭიროებს შესაბამის მეთვალყურეობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი ადეკვატური ჩარევების განხორციელებას. გარდატეხის პერიოდი გულისხმობს ძვლების და კუნთოვანი მასის სწრაფ ზრდას, იცვლება სხეულის ფორმები და ზომები, ვითარდება სხეულის რეპროდუქციული უნარები.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მკურნალობა ტიპიურად გულისხმობს მედიკამენტოზურ თერაპიას. იმისთვის, რომ გადავავადოთ შემდგომი მომწიფების პროცესების სწრაფი პროგრესირება.
ნიშნები და სიპტომები მოიცავს:
- სარძევე ჯირკვლების ზრდას;
- პირველი მენსტრუალური პერიოდის დაწყებას-მენარხეს;
- თმის ზრდა ბოქვენის და იღლიის მიდამოში;
- სწრაფი ზრდა;
- აკნე;
- ზრდასრულისთვის დამახასიათებელი სხეულის სუნის გაჩენა.
დაგვიანებულ სქესობრივ განვითარებად ითვლება მეორადი სასქესო ნიშნების არარსებობა ან არასრულყოფილი განვითარება.
სქესობრივი მომწიფების შეფერხება შესაძლოა უამრავმა ენდოკრინულმა თუ არაენდოკრინულმა დაავადებამ გამოიწვიოს.
მოზარდმა აუცილებელია საპროფილაქტიკო გასინჯვაზე მიმართოს მოზარდთა გინეკოლოგს, რომელიც სწორად შეაფასებს მოზარდის სქესობრივ მომწიფებას და გასცემს საჭირო და აუცილებელ რეკომენდაციას.
კლინიკა
პროფ. ჟორდანიას და პროფ. არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
158
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
209
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
258
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,379