ნეიროქირურგის ვიზიტი გერმანიიდან ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში
ქვეყანაში მიმდინარე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და პაციენტების თხოვნით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა, ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში აგრძელებს გერმანიიდან ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოწვევას , ქართველი პაციენტებისთვის ევროპული სტანდარტის ქირურგიული და სხვა სამედიცინო სერვისების მისაღებად , ქვეყნიდან გაუსვლელად.
ვიზიტის ფარგლებში დავით შალამბერიძე ჩაატარებს კონსულტაციებს ნეიროქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებთან.
თავისა და ზურგის ტვინის ონკოლოგიური, სისხლძარღვოვანი და ტრავმული პათოლოგიები;
ხერხემლის ონკოლოგიური, დეგენერაციული და ტრავმული პათოლოგიები;
თავზურგტვინის და ხერხემლის არხის თანდაყოლილი ანომალიები;
პერიფერიული ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები და კომპრესიული სინდრომები;
ქრონიკული ტკივილის სინდრომი და სხვა.
მარბურგის უნივერსიტეტის მედ. დოქტორი დავით შალამბერიძე გახლავთ გერმანული, ნეიროქირურგიული სკოლის მრავალწლიანი გამოცდილების ექიმი კლინიცისტი, რომელსაც სხვადასხვა დროს მენტორობას უწევდნენ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ექსპერტები როგორებიც არიან; უჰა ჰერსენიემი, გაზი იაშარგილი და მაჯიდ ზამიი-თანამედროვე ნეიროქირურგიის ფუძემდებლები.
ჩაწერა წინასწარ
კონსულტაციაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით;
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360