ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განცხადებების მიღება 17 მარტიდან ახალი წესით განხორციელდება
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მისაღების განტვირთვის მიზნით, 17 მარტიდან მოქალაქეთა მიღება/კონსულტაცია, ასევე საბუთების მიღება/გაცემა იწარმოებს კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ხუთშაბათს.
მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected];
ასევე, „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქმედ კომისიაზე განსახილველი დოკუმენტაციის გადმოგზავნა, სერვისის მიმწოდებლების მიერ, განხორციელდება ელექტრონულად, კომისიის ელ. მისამართზე - [email protected]. აღნიშნულის თაობაზე სერვისის მიმწოდებლების ინფორმირება უკვე განხორციელდა.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
283
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
222
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
217
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
240
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
263