ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი
ზურაბ აზარაშვილი: „როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით“
„როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით და ბენეფიციარები მიიღებენ სრულყოფილ სერვისს როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ისე - მედიკამენტების კუთხით“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი 25 000 ლარია. უწყება მზად არის, ლიმიტი საერთოდ გააუქმოს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია, რადგან, 1000-ლარიანი მედიკამენტი, რომელიც ბენეფიციარს, წლის განმავლობაში, 25 კოლოფი ესაჭიროება, მოულოდნელად, 3000 ლარი გახდა.
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358