ოქტომბრის თვის აივ სტატისტიკა
2020 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია 418 ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით გასული წლის 1 ოქტომბერს ქვეყანაში აივ ინფიცირების 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანობაში კი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 2020 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით 8520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია მათ შორის 6362 მამაკაცია და 2158 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1766 გარდაიცვალა .2020 წელს გარდაიცვალა 131 აივ ინფიცირებული.
1 ოქტომბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5297 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.5% (3111) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.1% (4181) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0% (1031) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3% (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.6% (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3169 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1168; შემდეგ იმერეთში 1020; აჭარაში 974; აფხაზეთში (529); კახეთში (427) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (316); გურიაში (181); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; დაუდგენელი - 2.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
132
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360