ოტომიკოზი
ნესტი და სითბო ყველაზე მეტად ხელშემწყობი პირობებია სოკოვანი დაავადების განვითარებისთვის
ოტომიკოზი
ხშირად ძნელად წარმოსადგენია ზაფხულის სეზონი და დასვენება ზღვის გარეშე. წყალი, სერფინგი, დაივინგი მძიმე და დამღლელი მუშაობის შემდეგ ბედნიერების და დასვენების იდეალური არჩევანია. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის რა გართულება შეიძლება მოყვეს ტენიან გარემოში დასვენებას.
ნესტი და სითბო ყველაზე მეტად ხელშემწყობი პირობებია სოკოვანი დაავადების განვითარებისთვის, განსაკუთრებით დაბალი იმუნური სისტემის პაციენტების ან დიაბეტის დროს. დამღლელი და სტრესული სამუშაო გრაფიკი კი თავის მხრივ ხშირად ხდება იმუნოდეპრესიის მიზეზი.
ოტომიკოზი ყურის დაავადებაა და მის განვითარებას სხვადასხვა სახის სოკო განაპირობებს. ძირითადად მას ასპერგილუსის და კანდიდას ტიპის სოკოები იწვევენ. ხშირად პაციენტი ვერც კი არჩევს სოკოვან დაავადებას ყურის სხვა პათოლოგიისაგან. ამ დროს ძირითადად გარეთა და შუა ყური ზიანდება. იშვიათად , მაგრამ მაინც ზიანდება შიგნითა ყურიც.
ხელშემწყობი ფაქტორებია: ტენიანი გარემო, გადატანილი ჩირქოვანი შუა ოტიტი, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არარაციონალური გამოყენება, ნივთიერებათა ცვილის მოშლა, ზოგადი და ადგილობრივი ალერგია და სხვა.
სიმპტომები:
თუ შეგაწუხათ:
სასმენი მილის ტკივილი,
ქავილი,
ყურის ნიჟარისა და სასმენი მილის კანის მომატებული მგრძნობელობა,
ყურში შუილი,
ყურში სისავსისა და დაცობის შეგრძნება,
სასმენი მილიდან გამონადენი უმეტესად ზომიერია, უსუნო და შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა შეფერილობა დაავადების გამომწვევი სოკოს სახეობის შესაბამისად.
გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკისა და სოკოს საწინააღმდეგო ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში პროგნოზი ყოველთვის კეთილსაიმედოა.
ხათუნა ჩიტაძე - ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,403
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?