პაციენტის უსაფრთხოება არის პრაქტიკულად მთლიანად ჯანდაცვის მიზანი
„პაციენტის უსაფრთხოება არამხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს არის პრაქტიკულად მთლიანად ჯანდაცვის მიზანი“ - მიხეილ სარჯველაძე
„მინდა ყველას მოვუწოდო მეტი ყურადღებისკენ, რომ მეტი ძალისხმევა ხმარდებოდეს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პაციენტის უსაფრთხოება. პაციენტის უსაფრთხოება არამხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს არის პრაქტიკულად მთლიანად ჯანდაცვის მიზანი, ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირებს იმისთვის, რომ პაციენტი იყოს, რაც შეიძლება მეტად უსაფრთხოდ“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, პაციენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვან, გლობალურ გამოწვევად, რამდენიმე წლის წინ აღიარა და ამას ფეხი საქართველომაც უნდა აუწყოს.
„რამდენიმე წლის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემური საკითხი გლობალურად, ეს არ ეხება მხოლოდ რომელიმე სახელმწიფოს ან რეგიონს. ბუნებრივია, საქართველო ამ ყველაფრის ნაწილია, შესაბამისად ჩვენც, რაც შეიძლება მეტად ორიენტირებული უნდა ვიყოთ, მაგალითად სამედიცინო შეცდომების პრევენციაზე. მნიშვნელოვანია ე.წ. პრუდენცირებული რეგულირების მექანიზმები, როდესაც პრევენცირებული იქნება სამართალდარღვევა. მნიშვნელოვანია, მკაფიო რეგლამენტაცია იმისა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს პასუხისმგებლობას რომელიმე დარღვევა და რა შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას. ამაზე ძალიან დიდია მსჯელობა, მათ შორის სამართლის სფეროში, ეს არის უმნიშვნელოვანესი დისკუსია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მუშაობის გაგრძელება და განვითარება, მთავარი მიზანი კი არის სამედიცინო შეცდომების შემცირება.
„ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მიდგომები, რომლის მიზანიც, ფუნქციაც გახლავთ, რაც შეიძლება მეტად შემცირდეს შეცდომები, მათ შორის დიაგნოსტიკის ეტაპზე. რა თქმა უნდა ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს შესაძლებელია ნაწილი ტექნოლოგიების გაუმჯობესებით, ნაწილი პროტოკოლების გაუმჯობესებით, შეიძლება ეს იყოს ცოდნის გაუმჯობესება. იქ [შეხვედრაზე] იყო გამოთქმული მოსაზრება, მაგალითად საგანმანათლებლო სისტემაში ისეთი პროგრამების ინტეგრაცია, რომლის საშუალებითაც, უფრო მეტად აღჭურვილი იქნება მომავალი ექიმი იმის ცოდნით, რასაც ჰქვია პრევენცია და რა მექანიზმებით უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მეტად დაზღვევა. ეს შეიძლება იყოს ორმაგი მონიტორინგი დარღვევების პრევენციის მიმართულებით და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიიჩნევა, რომ კარგი ინსტრუმენტია ასეთი დარღვევების გამოსარიცხად“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
128
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
232
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356