პირველადი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს ბავშვებში
ცხვირიდან სისხლდენა უხშირესად წყდება ყოველგვარი ჩარევის გარეშე და როგორც წესი არ არის სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში
პირველადი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს ბავშვებში
ბავშვებში ცხვირიდან სისხლდენის უხშირესი მიზეზებია ცხვირის მცირე ტრავმები, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, უცხო სხეული ცხვირის ღრუში, ალერგიული რინიტი, მშრალი ჰაერის ზემოქმედება.
ცხვირიდან სისხლდენა უხშირესად წყდება ყოველგვარი ჩარევის გარეშე და როგორც წესი არ არის სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა ის შიშისმომგვრელია როგორც ბავშვისთვის, ისე მისი მშობლებისთვის.
რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა, თუ მათ შვილს ექნება ცხვირიდან სისხლდენა? და რის გაკეთება არ არის სწორი ასეთ დროს?
- პირველ რიგში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
- სთხოვეთ ბავშვს დაჯდეს და ოდნავ წინ გადაიხაროს. ასეთ პოზიციაში მცირდება სისხლის წნევა ცხვირის ვენებში. ეს გარკვეულ წილად ამცირებს სისხლის ნაკადს და ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას. წინ გადახრილი პოზიციით კი თავიდან იქნება აცილებული სისხლის გადაყლაპვა და მისი კუჭში მოხვედრა.
- ცერა და საჩვენებელი თითებით მოახდინეთ ზეწოლა ცხვირის ნესტოებზე. სთხოვეთ ბავშვს ამ დროს ისუნთქოს პირით. გააგრძელეთ უწყვეტი ზეწოლა 10 წუთის განმავლობაში და ამ დროის გასვლამდე ნუ ეცდებით ნახოთ შეჩერდა თუ არა სისხლდენა. ეს დრო საჭიროა სისხლის შედედებისთვის.
- ცხვირიდან სისხლდენის განმეორების მინიმუმამდე შესამცირებლად სთხოვეთ ბავშვს არ გამოიხოცოს ცხვირი სისხლდენის შეჩერებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.
რის გაკეთება არ არის სწორი და რეკომენდებული
- თავის უკან გადაწევა სისხლდენის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გადაცდენა სასუნთქ გზებში
- ცხვირის ძვალზე ზეწოლა
- ცხვირზე ყინულის დადება
- ცხვირის ღრუში ტამპონების ჩადება. ამ უკანასკნელის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.
როდის გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება და მივმართოთ ექიმს?
- როდესაც სისხლდენა გრძელდება 15 წუთზე მეტი
- როდესაც სისხლდენა ძლიერია
- როდესაც სისხლდენას თან სდევს ძლიერი სიფერმკრთალე, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა.
წყარო: www. evex.ge
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
126
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
140
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
231
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356