პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება
პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებებისთვის სელექტიური კონტრაქტირების პროცესი დაიწყო
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებებისთვის სელექტიური კონტრაქტირების პროცესი დაიწყო და კრიტერიუმები განისაზღვრა.
სელექტიური კონტრაქტირებისას გათვალისწინებული იქნება თუ რამდენად არის დაწესებულება პრევენციულ და პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული. სამედიცინო დაწესებულებას უნდა შეეძლოს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ერთი ფანჯრის პრინციპის დაცვით. ამას გარდა, პაციენტს მომსახურება სრული პჯდ გუნდის (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი) მეშვეობით უნდა მიეწოდოს.
აღნიშნული ვალდებულება განისაზღვრა პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე.
სელექტიური კონტრაქტირების ერთ-ერთი კრიტერიუმია ოჯახის ან უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. ამასთანავე პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი კლინიკა უნდა მონაწილეობდეს პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში. ერთ უბნის ან ოჯახის ექიმზე მიმაგრებული მოსახლეობის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2,500 პირს. ამასთანავე დაწესებულებაში, ფაქტობრივი მისამართების მიხედვით, რეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობა, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, უნდა იყოს ან აღემატებოდეს 13 000 ადამიანს. ბენეფიციარების ეს რაოდენობა, არსებული დაფინანსების პირობებში, იძლევა ხარისხიანი და კომპლექსური პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდების საშუალებას.
ბენეფიციართა რაოდენობასთან დაკავშირებული კრიტერიუმი, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით, არ შეეხება ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ნუსხა განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს მიერ. აღნიშნული კრიტერიუმი არ ვრცელდება ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებზე, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე.
აღნიშნული ცვლილებებით პირობები გაუმჯობესდება, როგორც სერვისის მიმღები პირებისათვის, ასევე მიმწოდებლებისთვის. პაციენტებისათვის, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, შესაძლებელი გახდება სერვისების სრულფასოვანი მიწოდების უზრუნველყოფა ბინაზე ვიზიტების ჩათვლით.
პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები სერვისის მიწოდებას განახორციელებენ პირველადი ჯანდაცვის სრული გუნდის მეშვეობით (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი), რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ექთანების დაბრუნებას/დასაქმებას პირველადი ჯანდაცვის სექტორში. ასევე, გაიზრდება ოჯახისა და უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში.
აღნიშნული ცვლილებები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360