პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება.
ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში, ახალი ამბულატორიები მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
ამბულატორიების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის სოფლებშიც. 2026 წელს ნოჯიხევის, ჭითაწყარისა და მუხურის სოფლების მცხოვრებლები პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ამბულატორიებში მიიღებენ. მშენებლობა, უახლოეს მომავალში, დაიწყება ჯვარსა და საჩინოში. ახალი ამბულატორიის მოწყობა იგეგმება ოზურგეთის სოფელ მერიაში. საჩხერის სოფელ არგვეთში, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამბულატორია 4 500-ზე მეტ სოფლის მცხოვრებს მოემსახურება.
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო განაგრძობს სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, განსაკუთრებული ყურადღება კი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას ეთმობა, რაც დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის წინაპირობაა. მისივე განმარტებით, ამბულატორიების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები პრიორიტეტულად იმ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ყველაზე მწვავე აუცილებლობა არსებობდა.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
126
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
139
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
231
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356