პლასტმასის ჭურჭელი - როგორ გამოვიცნოთ საფრთხე?
პლასტმასის ჭურჭელი - როგორ გამოვიცნოთ საფრთხე?
პლასტმასის ჭურჭელი - როგორ გამოვიცნოთ საფრთხე?
მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი სუპერმარკეტში საკვების შეძენისას მხოლოდ ეტიკეტს და პროდუქტის ვარგისიანობის თარიღებს ამოწმებს. შეგიმოწმებიათ ის ჭურჭელი, რაშიც საკვები პროდუქტებია განთავსებული?
დღეს იმ საფრთხეებზე ვისაუბრებთ, რაც პლასტმასის ქილებსა და ბოთლებში მოთავსებულმა პროდუქტებმა შეიძლება მოგვიტანონ მათი ვარგისიანობის ან მაღალი ხარისხის მიუხედავად.
აი, რას ვაქცევთ ყურადღებას:
პლასტმასის ჭურჭლის ძირზე განთავსებული უნდა იყოს ციფრი ან ლათინური ასოებისაგან შემდგარი აბრევიატურა, რაც პლასტმასის ხარისხსა და საფრთხეებზე მიგვითითებს.
მაშ, რას მალავს პლასტმასის ჭურჭელი
1 ანუ PET , PETE- პოლიეთილენ ტერაფტალატი გამოიყენება წყლისათვის, ამავე ბოთლებით უშვებენ შამპუნებს, პირის ღრუს სავლებ ხსნარებს, მცენარეული ზეთებისათვის, სალათების შესაკმაზი სოუსებისათვის საჭირო ჭურჭელს.
თუ თქვენ ამ ჭურჭლის განმეორებით გამოყენებას ეცდებით, ვთქვთ, ცარიელი წყლის ბოთლს ხელმეორედ აავსებთ სასმელი წყლით, იცოდეთ, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნით თქვენი და თქვენი პატარების ჯანმრთელობას. განმეორებითი გამოყენება იწვევს ბაქტერიებით ამ ტიპის ჭურჭლის ძლიერ დაბინძურებას მისი ქიმიური შემადგენლობის გამო, აგრეთვე ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებების გადასვლას ხელმეორედ ჩასხმულ სითხეში.
2-HDPE – მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი - მისგან ამზადებენ ჭურჭელს რძისა და რძისგან დამზადებული სხვა პროდუქტებისაგან, გამოიყენება წყლისათვისაც , ხილის წვენების ჩამოსახმელად, ამზადებენ ბოთლების თავსახურებს, პრაქტიკულად უსაფრთხო და საიმედო პლასტმასია.
3-V-ვინილი ან PVC - ამ ტიპის მასალას შამპუნის ბოთლებისათვის, გარეთა ავეჯის, შხაპის ფარდების წარმოებაში იყენებენ. არ შეიძლება ამ ტიპის პლასტმასაში საკვები პროდუქტების მოთავსება.
4-LDPE - დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი - გამოიყენება პურისა და გაყინული პროდუქტების შესაფუთად, საკვების კონტეინერებისათვის, საყიდლების ჩანთებისათვის. უსაფრთხო პლასტიკატია.
5- PP - პოლიპროპილენი- ამ ტიპის ჭურჭელში ასხამენ კეტჩუპს, მარგარინს, მაიონეზს, ზოგიერთ იოგურტს, იყენებენ აგრეთვე სამედიცინო დანიშნულების ნაწარმისთვის.
6- PS- პოლისტერენი -მისგან კვერცხისშესანახი კონტეინერები, ერთჯერადი ჭიქები და თეფშები მზადდება, თუმცა ამ ტიპის პლასტმასას გამოყენება დაუშვებელია ცხელი კერძებისათვის.
7 -სხვა პლასტმასა-შეიცავს ბიფენოლ A-ს. ბიფენოლი მოქმედებს ორგანიზმზე ესტროგენების მსგავსად , მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები, უნაყოფობა, ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების დარღვევა და სიმახინჯეები.
აღნიშნული საფრთხეების გამო ბევრმა ქვეყანამ ამ ტიპის პლასტიკატის ჭურჭლის გამოყენება საერთოდ აკრძალა.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი და პატარების ჯანმრთელობისათვის?
საკვების შესანახი კონტეინერის ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ მინის, ფაიფურის, კერამიკის ჭურჭელს
არ გამოიყენოთ ერთჯერადი წყლის ბოთლები განმეორებით.
მიკროტალღურ ღუმელში პროდუქტი მინის ჭურჭლით გააცხელეთ
ნუ შეიძენთ პლასტმასის ბოთლებში წყალს ან გამაგრილებელ სასმელს, რაც გამყიდველს პირდაპირ ქუჩაში, მზეზე აქვს განთავსებული
არ გამოიყენოთ ერთჯერადი ჭურჭელი ცხელი სასმელისა და საკვებისათვის.
ნუ დააბინძურებთ გარემოს პლასტმასის ჭურჭლითა და პოლიეთილენის ჩანთებით.
ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი უსაფრთხო პლასტმასისა და საღებავისაგან უნდა იყოს მომზადებული, ამიტომ შეძენისას აუცილებლად გადაამოწმეთ შესაბამისობის სერტიფიკატი.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
113
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
276
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
341