ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ კოვიდინფიცირებულთათვის
ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ კოვიდინფიცირებულთათვის
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ექიმებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ექიმის კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და არსებული სიტუაციის გასაუმჯობესების მიზნით, „ერთიანობის“ შემქმნელებმა (საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე, აჭარა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ვალერი ჩეხერია, ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერი - სანდრო კანდელაკი, გოგა საათაშვილი ბიზნეს ექსპერტი ბიზნეს აქსელერატორ სპარკი) ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ახალი პლატფორმა „ კოვაიდერი“ შექმნეს.
პლატფორმა „კოვაიდერი“ ყველა კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობას მისცემს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიიღონ სრული ინფორმაცია როგორც ვირუსის შესახებ, ასევე რჩევები და რეკომენდაციები. ყველა კითხვა , რომელიც გაუჩნდება მომხმარებელს პასუხს მათთვის ცნობილ ექიმისგან- ბიძინა კულუმბეგოვისგან მიიღებს.
იმისთვის,რომ ინფიცირებულებმა რთული პერიოდი მარტივად გადაიტანონ, უნდა აკრიფონ ფეისბუქ გვერდი „კოვაიდერი“ და მესინჯერის საშუალებით მიჰყვნენ მოცემულ ბმულს:
თუ რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში;
რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება;
სად ხდება PCR ტესტირება;
როგორია თვითიზოლაციის წესები;
რეკომენდაციები.
„ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეპიდსიტუაციამ დაგვანახა, რომ ექიმებზე მოთხოვნა და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გამოწვევაა. ამიტომ პლატფორმა „ერთიანობის „ შემქმნელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ ერთი ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შეგვექმნა , რომელიც ინფიცირებულებს შეუმსუბუქებს მდგომარეობას. იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონოდა სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ამ პროსეცში ჩართულობა ექიმ ბიძინა კულუბმეგოვს ვთხოვეთ. უმრავლეს შემთხვევაში ვირუსს სახლის პირობებში ვებრძვით და სწორედ, ეს პლატფორმა დაეხმარება ინფიცირებულებს თუ როგორ უნდა წარმართონ სწორად ვირუსთან ბრძოლა. ამ პლათფორმის საშუალებით ყველასთვის ხემისაწვდომი იქნება ექიმის კონსულტაცია, რაც არსებულ ეპიდსიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავდეს,“ - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ
პლატფორმაზე გადასასვლელად დააჭირეთ ლინკს
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360