პროფესორ ოლივიე დულაკის ვიზიტი საქართველოში
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 22–26 ივნისს ჩვენს ქვეყანას ეწვევა ბავშვთა ეპილეფტოლოგი, პროფესორი ოლივიე დულაკი (დეკარტეს უნივერსიტეტი, პარიზი, საფრანგეთი). ვიზიტის განმავლობაში ის ქართველ ექიმებთან ერთად განიხილავს რამოდენიმე რთულად სამართავი ეპილეპსიური პაციენტის შემთხვევებს და ჩაატარებს ლექციებს ქართველი კოლეგებისათვის.
„პროფესორი დულაკის ვიზიტი მისი კეთილი ნების გამოხატულებაა ქართველი მედიკოსების და პაციენტების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ოლივიე დულაკსა და მედიქლაბჯორჯიას შორის მჭიდრო პროფესიული კავშირები კვლავ გაგრძელდება და მედიქლაბჯორჯიას ექიმებს საშუალება გვექნება საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად ვმართოთ პაციენტთა რთული შემთხვევები.“ – აცხადებს მედიქლაბჯორჯიას ბავშვთა ნევროლოგი ბატონი გია მელიქიშვილი.
შემოდგომაზე AIIN გეგმავს ამიერკავკასიაში პირველად, ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის მიზნით,რამდენიმე რთული ნევროლოგიური ოპერაციის ჩატარებას და შემდგომში ამ მეთოდის დანერგვას. აღნიშნულ ოპერაციებს აგრეთვე ამერიკიდან მოწვეული ქირურგები შეასრულებენ.
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
167
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
224
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
303
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,267
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
346