ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა აქვს
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა აქვს
ქობულეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად გახსნა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. თანამშრომლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე კი, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი. ამ დრომდე, ცენტრის პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ იყო უზრუნველყოფილი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ დრომდე, ახალი შენობები გადაეცა ფოთის, ბორჯომისა და ხონის რაიონულ სამსახურებს.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
142
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358