ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
სინდრომის ყველაზე ხშირი მიზეზები
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (Chronic Fatigue Syndrome ), მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძლიერი, განმეორებითი ან მუდმივი დაღლილობით. დაღლილობის შეგრძნება არ იკლებს დასვენებით და მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ ფუნქციონირებას.
გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
ინფექციები:
ვირუსული ინფექციები, როგორიცაა:
Epstein-Barr Virus (EBV), Cytomegalovirus (CMV), HHV-6, ენტეროვირუს-ები.
ბაქტერიული ინფექციები: Mycoplasma Pneumoniae, Chlamydia Pneumoniae, Lyme-ის დაავადება (Borrelia burgdorferi).
იმუნური დისფუნქცია: იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობა ან დაქვეითებული ფუნქცია.
ჰორმონული და ნეიროენდოკრინული დარღვევები:
ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედას (HPA Axis) დისრეგულაცია ანკორტიზოლის დონის ცვლილებები (ხშირად დაბალი ან არათანაბარი სეკრეცია).
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, განსაკუთრებით ხშირია ჩვენს პოპულაციაში.
ფსიქოსოციალური და სტრესული ფაქტორები. თანხმლები დეპრესიის დროს, ხშირია პაციენტს განუვითარდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
მნიშვნელოვანია, მსგავსი მდგომარეობის დროს გამოირიცხოს ყველა ფიზიოლოგიური მიზეზი, იქნება ეს ჰორმონალური ცვლილებები თუ ნეიროქიმიური ფაქტორები და მოხდეს ეტაპობრივი მკურნალობა.
ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი, ბიოლოგი - ნატა ნაკაიძე
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
599
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
266
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
244
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
270
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
303