რა არის შაქრიანი დიაბეტი?
რა არის შაქრიანი დიაბეტი?
დიაბეტი – ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალს (პანკრეასი) აღარ შეუძლია ორგანიზმისათვის საჭირო ინსულინის გამომუშავება ან ვერ ახერხებს მის მიერ გამომუშავებული ინსულინის ეფექტურ მოხმარებას, რის შედაგადაც ხდება სისხლში გლუკოზის დონის ამაღლება (ჰიპერგლიკემია).
დიაბეტი ტიპი 1 – რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც ინსულინდამოკიდებული ან ბავშვთა დიაბეტი – ხასიათდება ორგანიზმში გამომუშავებული ინსულინის რაოდენობის შემცირებით მის სრულ დეფიციტამდე.
დიაბეტი ტიპი 2 – რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც ინსულინდამოუკიდებელი ან მოზრდილთა დიაბეტი – ვითარდება ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინის არაეფექტური მოხმარების შედეგად. იგი უმეტესად ჭარბი წონისა და დაბალი ფიზიკური აქტივობის შედეგია.
გესტაციური დიაბეტი წარმოადგენს ჰიპერგლიკემიას (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), რომელიც პირველად გამოვლინდება ორსულობის დროს.
რა გართულებები ახლავს შაქრიან დიაბეტს?
• დროთა განმავლობაში შეიძლება დააზიანოს სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემები, გული, თვალი, თირკმელები. დიაბეტით დაავადებულთა 50% იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გართულებებით.
• დიაბეტის განვითარებიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ ვითარდება დიაბეტური რეთინოპატია, რომლის გამოც დაახლოებით 10% განიცდის მხედველობის სისტემის სერიოზულ დარღვევებს და 2%-ს უნვითარდება სიბრმავე.
• დაავადბულთა 10-20% იღუპება თირკმლის უკმარისობით.
• დაავადებულთა 50%-ს შეიძლება განუვითარდეს დიაბეტური ნეიროპათია, რომელიც გამოიხატება ყურების შუილით, ზოგადი სისუსტით ხელ-ფეხში.
• დიაბეტით დაავადებულთა სიკვდილობის რისკი ორჯერ მეტია, იმავე ასაკის ადამიანებთან შედარებით, რომელთაც დიაბეტი არა აქვთ.
• დიაბეტითა და მისი გართულებებით გამოწვეული ეკონომიკური ტვირთი მნიშვნელოვანია, როგორც ცალკეული ადამიანებისა და მათი ოჯახებისათვის, ასევე ქვეყნებისა და მათი ჯანდაცვის სისტემებისთვის.
როგორ შევამციროთ დიაბეტით ავადობის ტვირთი?
უბრალოდ, უნდა დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ეს დაგვეხმარება შევამციროთ დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი:
• შევინარჩუნოთ სხეულის ნორმალური წონა.
• ვიყოთ ფიზიკურად აქტიურნი-კვირაში 3-5 დღე 30 წუთი უნდა დავუთმოთ ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას. წონის შესანარჩუნებლად სასურველია დამატებითი ფიზიკური აქტივობაც.
• მივიღოთ ჯანსაღი საკვები, ხილი და ბოსტნეული კვირაში არანაკლებ 3-5 დღე. ყოველდღიურ კვებით რაციონში შევამციროთ შაქრისა და გაჯერებული ცხიმების მოხმარება.
• უარი ვთქვათ თამბაქოზე, მოწევა ამაღლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დიაბეტით ავადობის პრევენციისათვის კვლავ ყურადღებას ამახვილებს იმ მიმართულებებზე, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე ეფექტური და ადვილი გზაა დიაბეტის განვითარების რისკის შესამცირებლად. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 371 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული და თუ არ გატარდება დიაბეტთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 20 წელიწადში ეს რიცხვი გაორმაგდება.
წყარო: http://www.ambioni.ge/
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
112
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
275
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
340