რა შემთხცევაში გვიცავს ლატექის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან
რა შემთხცევაში გვიცავს ლატექის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან
როცა უხილავი მტერი გიტევს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იცი, რომ წვეთებით ვრცელდება და ნებისმიერი ზედაპირი შეიძლება ინფიცირებული იყოს, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, როგორმე დაიცვა თავი ზედაპირებზე შეხებისაგან.
ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ სულ უფრო ხშირად მხვდებიან ქუჩაში ადამიანები ფერად-ფერადი ლატექსის ხელთათმანებით.
გვიცავს თუ არა ის?
დიახ, თუ თქვენ გაცვიათ ხელთათმანი, ზედაპირებზე შეხებისას თქვენს კანზე ნამდვილად ვერ მოხვდება ვერც კორონავირუსი და ვერც სხვა მიკროორგანიზმი და ეს დაცულობის ბედნიერ შეგრძნებას გაძლევთ.
მაგრამ თუ ასე შეფუთული ხელებით, ეხებით ფულს, მობილურ ტელეფონს, რომელიც საუბრისას ახლოს გაქვთ სახესთან, ხელთათმანინი ხელებით ეხებით ბანკომატებს, სწრაფი გადახდის აპარატებს და შემდეგ ისწორებთ თმას, მიგაქვთ ხელი სახესთან, ეხებით მას, იკეთებთ და იხსნით სათვალეს, თქვენ ქმნით დამატებით რისკს დაბინძურებული ხელთათმანებით ინფიცირებისათვის.
ასე, რომ თუ იყენებთ ლატექსის ხელთათმანს, გამოიყენეთ ის სწორად - გაიკეთეთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისას, მისი მოვლისას, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში ნივთებთან და ზედაპირებთან შეხებისას. შემდეგ ხელთათმანი უნდა გადააგდოთ ან შეინახოთ გარეცხვამდე და დეზინფექტანტით დამუშავებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც გირჩევნიათ მთელი დღის მანძილზე გეკეთოთ ხელთათმანი, სრულყოფილად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ თქვენი ხელი არ მოხვდეს სახესთან. სხვა შემთხვევაში ლატექსის ხელთათმანი დაცვის ნაცვლად საფრთხის რისკს გაგიზრდით.
დაბოლოს, ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ!
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
115
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
130
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
278
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
219
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
343