რეფერენტული ფასები 7 ათას მედიკამენტზე
რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე
მიხეილ სარჯველაძე: 7 ათასი მედიკამენტია, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებულია
„7 ათასი მედიკამენტია, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებულია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, უწყება მუშაობს პროგრამის გაფართოებასა და მისი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
„სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობისთვის უკეთესი გაკეთდეს, ჩვენი ვალდებულებაა, ეს შესაძლებლობა ვნახოთ და ასევე, გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საუკეთესო ბალანსი მივიღოთ. ჩვენთვის, პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება, რომელიც მოითხოვს მედიკამენტს და მეორე მხრივ, დარჩეს შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს ოპერირება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
147
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
208
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
257
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,370