რეფერენტული ფასები წამლებზე
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს, რომელიც 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენას გულისხმობს.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები რეფორმაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა რეფორმის მნიშვნელობასა და მისი ამოქმედების მექანიზმებზე ისაუბრეს, უპასუხეს სექტორის კითხვებს.
რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა.
რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
დარგის სპეციალისტებთან მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
117
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
196
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
194
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
217
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
247