რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ხელმისაწვდომი ხდება.
კერძოდ, 2026 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო „რეფერალური მომსახურების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დააფინანსებს იმ ოპერაციებს, რომელთა განხორციელებაც, მიმდინარე ეტაპზე, საქართველოში ვერ ხერხდება და რომელთა საზღვარგარეთ ჩატარებაც რეკომენდებულია შესაბამისი სამედიცინო კომისიისა და დარგის სპეციალისტების მიერ.
მკურნალობა უზრუნველყოფილი იქნება ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებითა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის ჩართულობით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიაში მოღვაწე ბავშვთა კარდიოქირურგს, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიის სამედიცინო ხელმძღვანელს თორნიკე სოლოღაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს ბავშვთა კარდიოქირურგიის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რთული თანდაყოლილი გულის მანკების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უცხოეთში მაღალკვალიფიციური მკურნალობის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობამ „ბავშვთა კარდიოქირურგიის კონვენციაში" მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამის გეოგრაფიული არეალი და სერვისი ხელმისაწვდომი გახადა, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ პროგრამას 2022 წლიდან თბილისის მერია წარმატებით ახორციელებს და თბილისში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის პირებს ეხება. აღნიშნულმა წარმატებულმა პრაქტიკამ კი საფუძველი ჩაუყარა პროგრამის შემდგომ გაფართოებას, ქვეყნის მასშტაბით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, გამოცდილების გაზიარებასა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც პედიატრიული კარდიოქირურგიის მიმართულებით სერვისების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე ესწრებოდა.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
125
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
138
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
290
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
230