როგორ დავეხმაროთ შვილს, გახდეს წარმატებული - ნათია ფანჯიკიძის რეკომენდაციები
როგორ დავეხმაროთ შვილს, გახდეს წარმატებული - ნათია ფანჯიკიძის რეკომენდაციები
,,როგორ დავეხმაროთ შვილს, გახდეს წარმატებული” – ამ თემაზე ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ისაუბრა.
ნათია ფანჯიკიძე: „რატომ არის ქრისტიანული რელიგია ასეთი პროგრესული და ინდივიდის რელიგია? იმიტომ, რომ დედა-შვილობის ამ მოდელში მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის.
მშობლის აუსრულებელი ოცნება ძალიან ხშირად ბავშვს უჯდება ძვირად, რადგან ბავშვს, განსაკუთრებით პატარა ბავშვს, მშობელი ღმერთად წარმოუდგენია და ყოველთვის უნდა, იყოს მისი მოსაწონი. გარდატეხის ასაკში ხშირად მოზარდი ცდილობს გაბრძოლებას და თავისუფლების მოპოვებას, მაგრამ ბავშვობაში დადებული ეს ბორკილები მაინც მთელი ცხოვრება მიჰყვება. ეს პროცესი შეიძლება ისეთი ელემენტარული მოთხოვნით დაიწყოს,როგორიცაა „ ჭამე ის, რაც მე მინდა“, მაგრამ ამავდროულად „არ დაუჯერო ცუდ ბიჭებს და გოგონებს “. როგორ შეიძლება ერთდროულად იყო დაუმორჩილებელი და მორჩილი? მსგავსი წინააღდეგობრივი მიდგომები ხასიათის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.
რაც შეეხება მშობლის მოლოდინებს: თუკი შვილს უპირობოდ დავუსახავთ ძალიან მაღალ სტანდარტს, მას ყოველი შეცდომის გამო უფრო და უფრო განუვითარდება წარუმატებლის სინდრომი, რადგანაც მუდმივად იქნება მტკიცების რეჟიმში. მეორე მხრივ, თუკი მშობელი აბსოლუტურად გულგრილია და არანაირი მოლოდინი არ აქვს ბავშვის მიმართ, როცა არ აღნიშნავს მის ძლიერ მხარეებს და შვილს ხელს არ უწყობს დააფასოს ის უნარები, რომელიც გააჩნია, ბავშვი იქნება მუდმივად ფოკუსირებული იმაზე, რაც არ შეუძლია. როგორც წესი არსებობს უფრო ბევრი რამ, რაც არ შეგვიძლია იმასთან შედარებით, რაც შეგვიძლია. და თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავ, ვიფიქრებ, რომ მე ვარ ყველაზე წარუმატებელი ადამიანი. რეალურად ის რამოდენიმე გამორჩეული თვისება, რაც გვაქვს, სრულიად საკმარისია წარმატებისათვის. მთავარია ჩვენი სურვილები არ დავთრგუნოთ.
სოციუმის ზეწოლა და საზოგადოების ზეწოლა არის ის, რისგანაც შვილი პირველ რიგში უნდა გავათავისუფლოთ.
არც ისე დიდი ხნის წინ იყო პერიოდი, როდესაც მევიოლინე ბიჭი ვერ გამოვიდოდა ქუჩაში წყნარად და ხშირად მშობლებსაც შეიძლება ღვთაებრივი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვი კრივზე მიეყვანათ, რადგან ასე იყო მიღებული საზოგადოებაში.
მშობლის როლი რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია მშობელმა გაიაზროს, რომ შვილები უნდა გავზარდოთ ინდივიდებად და რომ ჩვენ ისინი არ გაგვიჩენია იმისთვის, რომ ჩვენი პირადი აუსრულებელი ოცნებები აქციონ რეალობად.
წყარო: https://fortuna.ge/
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
113
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
276
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
341